როგორ დავითრიო მაკანი
გერმანული ინჟინერიით დამორჩილებული მძვინვარე მხეცისა და ჰარმონიული კომფორტის იდეალური შერწყმა
გერმანული ინჟინერიით დამორჩილებული მძვინვარე მხეცისა და ჰარმონიული კომფორტის იდეალური შერწყმა
ალბათ, პორშესგან გასაკვირიც არ არის, რომ საშუალო ზომის SUV მაკანი, შეიძლება ითქვას, უკეთ ართმევს თავს ყველანაირ გამოწვევას გზაზე, ვიდრე ბაზარზე არსებული სპორტული სედანების უმეტესობა. საბურავები, რომლებიც წებოსავით ეკრობიან ასფალტს, თანამედროვე ტექნოლოგიებთან ერთად მანქანას ეხმარებიან მაქსიმალური სიზუსტით დაიპყრონ მოსახვევები.
100კმ/სთ-მდე აჩქარება 5.8 წამში სპორტული მანქანების კატეგორიაა, ოთხტონიანი პორშე მაკანისთვის კი უდავოდ შთამბეჭდავი შედეგია. ხავერდოვნად რბილი სვლა ქალაქისთვის და 4x4 შესაძლებლობა გაუკვალავი გზებისთვის იმედგაცრუებულს არსად დაგტოვებთ. ერთი ტესტ დრაივიც კი საკმარისია მანქანამ ყველა ავტომოყვარულის გულში ცეცხლი გააღვივოს და აფიქრებინოს “როგორ დავითრიო მაკანი”.
პორშე მაკანის ინტერიერში მეტი სივრცეა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს, 5 ზრდასრული ადამიანი თავისუფლად მოთავსდება. განახლებული 7-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი და სენსორული სამართავი პანელი უბრალოდ ხელოვნების ნიმუშებია. მარტივი შესამჩნევია, რომ გერმანელებმა თითოეულ დეტალს დიდი დრო დაუთმეს და მგზავრების კომფორტისთვის ბევრი იზრუნეს.